ფანჯრისა და აივნის კარის სისტემები
ფანჯრის შეძენა ეს მომავლის ინვესტიციაა. ახალ სახლს აშენებთ თუ ძველის რეკონსტრუქციას გეგმავთ, თქვენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ. თუ თქვენთვის ზომიერი ფასისა და უმაღლესი ევროპული ხარისხის შერწყმა აუცილებელია, გონივრული იქნება არჩევანი კომპანია აველუქსის მიერ დამზადებულ გერმანულ რეჰაუს ფანჯრებსა და აივნის კარებზე შეაჩეროთ.
REHAU-ს მაღალტექნოლოგიური სისტემის პროფილები სხვა ანალოგებთან შედარებით უზრუნველყოფენ მაქსიმალური დონის თბოიზოლაციას და ხმაურისგან დაცვას, გამოირჩევიან მუშაობის მრავალწლიანი რესურსით, 30 – 40 %–ით შეგიმცირებთ ხარჯებს ბინაში სასურველი კლიმატის შექმნისათვის. დარგობრივ სამეცნიერო ინსტიტუტებში მრავალრიცხოვანი გამოცდების შედეგად დადგინდა რეჰაუს ფანჯრების ექსპლუატაციის ხანგრძლივობის პირობითი პერიოდი 50–60 წელი. REHAU-ს სახელს ყოველთვის უკავშირდება ნაკეთობის უმაღლესი ხარისხი, ინოვატორულობა და კომპეტენტურობის მაღალი დონე.
წარმოგიდგენთ REHAU-ს რამოდენიმე კატეგორიის პროფილებს:
ხარისხიანი და ეკონომიური ფანჯრები - REHAU Euro-Design 60
გაუმჯობესებული თბოიზოლაციით მომატებული კომფორტი - REHAU Euro-Design 70 / REHAU Brillant-Design
მათთვის ვინც ეძებს განსაკუთრებულს – REHAU GENEO
გასასრიალებელი კარის სისტემა - REHAU Hebeschiebetursystem
Fanjara.ge © 2012
Created By