Share

223 80 60
კეკელიძის 2

მარკიზები (ტენტები)

ზაფხულის ცხელ დღეებში აივანზე ან ტერასაზე დამონტაჟებული მარკიზები ჩრდილის სასიამოვნო სიგრილეს შეგიქმნით, ხოლო ქსოვილის დიდი არჩევნის წყალობით შესანიშნავად შეერწყმება ნებისმიერ ექსტერიერს.

 

მზისა და წვიმისგან დამცავი მექანიკური და ავტომატური მართვის გასაშლელი მარკიზები,მონტაჟდება აივანზე ან შენობის გარე ფასადზე. აკეცვისას იხვევა რულონზე და იკავებს მცირე ადგილს. გააჩნია სხვადასხვა დიზაინი, იშლება ნებისმიერი კუთხით სასურველ სიგრძეზე. იწარმოება კონკრეტული შემთხვევისთვის საჭირო სიგანის.

 - მარკიზები ადვილი და მოსახერხებელია ხმარებაში. ტენტის ქსოვილი სხვადასხვა დეკორატიული ფაქტურით შეირჩევა კატალოგებიდან.

 

სამარკიზე ნაჭერი - ტენტი, იქსოვება მაღალტექნოლოგიური დამუშავებით სპეციალური პოლიესტერისგან და ბრეზენტისა ან პოლივინილქლორიდისგან განსხვავებით ხელის შეხებითაც და ვიზუალურადაც წარმოადგენს ვარგის, გამძლე და ხარისხიან ნაქსოვ ტილოს. ამ ქსოვილს სპეციალური ბოჭკოს წყალობით გააჩნია უნიკალური ნიშანთვისებები, რაც გამოიხატება იმაში რომ მზეზე არ ხუნდება წლების განმავლობაში და ინარჩუნებს ხასხასა ფერებს, არ იცვლის ზომებს, არ გამოყოფს სუნს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში წვეტიანი ინსტრუმენტით გახვრეტისას ტილოს რღვევა არ ვრცელდება ქსოვილის სხვა უბნებზე.

 

- ტენტის ქსოვილი გამოირჩევა 100%-იანი წყალგაუმტარობით;

- გვიცავს მზის მავნე ულტრაიისფერი სხივებისაგან.

 

ტენტის ქსოვილი შემუშავებულია გერმანული, ამერიკული და იტალიური ინდუსტრიული გიგანტების მიერ და გააჩნია ხარისხის სერტიფიკატები ISO 9001 და ISO 9002.