ჩვენ შესახებ
ა-ვე ლუქსი
კომპანია “ა-ვე ლუქსი” პროფესიონალთა გუნდმა დააარსა. აველუქსმა ბინა ვაკეში, კეკელიძის No2-ში დაიდო. კომპანიამ პირველივე დღიდან აქცენტი ისეთი მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოებაზე გააკეთა, როგორიცაა გერმანული მეტალოპლასმასის კარ-ფანჯარა რეჰაუ. 2009 წელს კომპანიას მიენიჭა REHAU-ს ლიცენზირებული მწარმოებლის სტატუსი (#63762901), რაც იმას ნიშნავს რომ აქ ვერ შეხვდებით ფალსიფიკაციას. აბსოლუტურად ყველა ფანჯარა კომპლექტდება REHAU-ს 1,5 ან 2,0 მმ-იანი არმირებით და REHAU-ს შემამჭიდროვებლებით (რეზინით), რომელიც უნიკალური ტექნოლოგიის წყალობით, მაქსიმალური ჰერმეტულობის გარანტიაა.
წარმოებაში დანერგილი მაღალი სტანდარტის გამო, 2009 წლიდან დღემდე, რეჰაუ ყოველწლიურად გვანიჭებს ოფიციალური პარტნიორის წოდებას.
აღსანიშნავია, რომ კომპანიის შეუფერხებელ საქმიანობას უზრუნველყოფს REHAU-ს წარმომადგენლობა თბილისში, რომლის სასაწყობო მეურნეობა უშუალოდ გერმანიის ქალაქ ვიტმუნდში არსებული ქარხნიდან მარაგდება.
2013 წლიდან აველუქსი წარმოადგენს გერმანულ კონცერნ Schmitz-Werke-ს ინტერესებს საქართველოში. სახელგანთქმული შმიც-ვერკე ცნობილია როგორც პრემიუმ კლასის მარკიზების - ტენტების ( markilux ) და ქსოვილების (swela) მწარმოებელი. მარკილუქსის ტენტები სრულიად გამორჩეულია თავისი დიზაინით, გამძლეობით, ნაირფეროვნებით. აველუქსი წარმოგიდგენთ მარკიზს, რომლის თითოეული, ყველაზე პატარა დეტალიც კი შექმნილია განმასხვავებელი ნიშნით - markilux - Made in Germany.
Fanjara.ge © 2012
Created By